Iyeoka Okoawo სიმღერა «Simply Falling»


Iyeoka Okoawo სიმღერას «Simply Falling»  (უბრალო ვარდნა),  იუთუბზე 30 მილიონი ნახვა აქვს.
აფრო-ამერიკელი სოულის მომღერალის იოკა ოკოავოს (Iyeoka Okoawo) ხმა გხიბლავთ ემოციურობით, განსაკუთრენული ტემბრით. მას ძლიერი ვოკალური მონაცემები და ცოდნა აქვს. ის თავად წერს ტექსტებს საკუთარი სიმღერებისთვის. კრიტიკოსების აზრით ის გვხიბლავს ვირტუოზული რითმის გრძნობით. პორველი “სოლო” მან ჩაწერა 2004 წელს. ცოტახნის წინ მისმა სიმღერამ «Simply Falling»  (უბრალო ვარდნა)  იუთუბზე დიდი პოპულარობა მოიპოვა გთავაძობთ მისი სიმღერების კრებულის.

Beth Hart - ი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება


Beth Hart
ამერიკელი მუსიკოსი ბეტ ჰარტი  (Beth Hart) დაიბადა 1972 წელს ქ, პასადენაში. მშობლებს იმდენად უყვარდათ მუსიკა, რომ გოგონა . 4 წლის ასაკში უკვე როიალთან იჯდა. მას უხაროდა მეცადინეობა, სურდა კლასიკური მუსიკის შემსრიულებელი გამხდარიყო.  ჰარტის მამას სახში ნარკოტიკები უპოვეს და დააკავეს, შემდგომ მისი მშობლები დაშორდენ. ამან ბეტზე და მის დაზე უარყოფითად იმოქმედა. გოგონებმა ნარკოტიკის მოხმარება დაიწყეს. მომღერალი ერთ ერთ ინტერვიუში აღნისნავს.

გზას ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში ავცდი. ჩემს დასთან ერთად ვიწყვიტავდი. საბოლოოდ მან დოზას გადაამეტა და გაიპარა. რომ არა სკოლაში მუსიკის გაკვეთილები მე ეხლა ან აღარ ვიქნებოდი, ან ციხეში ვიჯდებოდი.”


სკოლის დასრულების შემდეგ ბეტ ჰარტი სწავლას ლოს ანჟელესის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს. მეგაპოლისში მის წინაშე შესაძლებლობების დიდი ველი იხსნება. პოპულარობის მოპოვების პირველი ცდები ლოს ანჟელესის კლუბებში “თავისუფალ მიკროფონთან გამოსვლით დაიწყო.”. საზოგადოებამ უმალ შეიყვარა ის. მისი პედაგოგებს კი აღიზიანებდათ მისი ღამის ცხოვრება. ის ხშირად აცდენდა ლექციებს. შედეგად ბეტ ჰარტი სასწავლებლიდან გაცდენების გამო გარიცხეს. მას გული არ გაუტეხავს, ამ დროისთვის უკვე ზუსტად იცოდა რა სურს, რისი მიღება უნადა ცხოვრებისაგან. სჯეროდა, რომ აუცილებლად მიაღწევს მიზანს, პოპულარობას.

Beth Hart
1993 წლისთვის მას კარგად შეკრული მუსიკალური ჯგუფი ყავდა. ქონდა საკუთარი კომპოზიციები, ყავდა მენეჯერი ჯეფრი ლიი ტოზერი. მან ურჩია ჰარტს მიეღო მონაწილეობა სატელევიზიო შოუში «Starsearch» (ვარსკვლავების გაცისკრიოვნება). ბეტ ჰარტმა ამ შოუში მთავარი ჯილდო მიიღო. მიუხედავად ამისა. მუსიკალური სტუდიები გვერდს უვლიდენ მის მუსიკას.
ბეტ ჰარტიმა  თავის ჯგუფთან ერთად რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო. შეაჩერა კონტრაქტი მენეჯერთან და მუსიკალური კომპოზიციების პირდაპირ ქალაქის ქუჩებში შსესრულება დაიწყო. ცოტა ხანში ის  ცნობილიმა მუსიკალურიმა პროდუსერმა დევიდ ფოსტერმა შეამჩნია. მან ბეტს თავის სტუდიაში «143 Records».ალბომის ჩაწერას შესთავაზა.
მოგვიანებით ბეტ ჰარტს რეჟისორი რიჩარდ დონერი სთავაზობს როლს ფილმში ჯენი ჯოპლინის შესახე. ჰარტი უარს ამბობს ლეგენდარული მომრერლის კინოში განსახიერებაზე, ის თვლის, რომ კინემატოგრაფი მისი საქმე არ არის. სამაგიეროდ მონაწილეობს მიუზიკლში “სიყვარულით ჯენს”. მიუზიკლს დიდი წარმატება ხვდა წილად. 1999 წელს ბეტ ჰარტი ასრულებს საქვოლმექმედო ტურნეს მუსიკალური სასწავლებლების და ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების დასახმარებლათ მთელი ამერიკის მაშტაბით. ტურნე წარმატებით მიმდინარეობს. წარმატება კიდევ უფრო აძლიერებს მის ლტოლვას ალკოგოლისა და ნარკოტიკებისკენ.
“ იმ წელს ხუთჯერ მოვხვდი საავადმოფოში ალკოგოლის გამო, არაფერს ვიტყვი ნარკოტიკებზე, ყველაფერი იმდენად ციდათ იყო, რომ ჩემმა ფსიქოანალიტიკოსმა სცენიდან წასვლა მირჩია” - აღნიშნა მისიკოსმა მოგვიანებით.

ბეტ ჰარტი 9 ალბომის ავტორია და წარმატებით განაგრძობს მოღვაწეობას. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბეტ ჰარტი კონცერტებით  ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება თბილისსა და ბათუმში.. Tbilisi Art live ურჩევს თავის მკითხველს დაესწროს კონცერტს და ცოცხალი შესრულებით მოისმინოს დაღვინებული ბეტ ჰარტის კომპოზიციები, მისი ემოციური და ამავე დროს აკადემიური შესრულების სტილი უდავოდ მოგანიჭებთ სიამოვნებას. სწორედ ემოციურობა, გულახდილობა და აკადემიურობა არის ის რაც აკლია ჩვენი დროის საშემსრულებლო ხელოვნებას სამაგიეროდ აქვს ბეტ ჰარტს.

Beth Hart in Georgia

                                               


Depeche Mode -- მოემზადეთ



ვისაც გახსოვთ ლეგენდარული ჯგუფი  Depeche Mode. მოემზადეთ რევოლუციისთვის.


‘Where's The Revolution’.



‘Where's The Revolution’. (სად არის რევოლუცია)  არის პირველი ტრეკი და ვიდეო,  Depeche Mode - ის ახალი ალბომიდსნ  ‘Spirit’ (სული) რომელის სადისტრიბუსიო ქსელში 17 მარტიდან გამოჩნდება.


Depeche Mode ახალი ალბომი ‘Spirit’ (სული)   შეგიძლიათ შეუკვეთოთ  აქ
Depech Mode




M.I.A. ახალი სინგლი ‘P.O.W.A.’-

M.I.A. -  ახალი სინგლი ჩაწერა ‘P.O.W.A.’ და შთამბეჭდავი ახალი ვიდეო შექმნა.


Mathangi "Maya" Arulpragasam (დაიბადა 18 ივლისს, 1975), ის ცნობილია სახელით M.I.A.  არის ბრიტანელი რეპერი, მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, რეჟისორი, ვიზუალური არტისტი, აქტივისტი, ფოტოგრაფი, დიზაინერი და მოდელი.
M.I.A.

"M.I.A."  ეს არის თამაში მინიშნება საკუთარ სახელზე და არა აბრავიატურა. მისი კომპოზიციები  მოიცავს  ალტერნატიული მუსიკის ელემენტებს,  ელექტრონულ მუსიკას, ჰიპ ჰოპს და ფოლკლორს .  "M.I.A." - მ მოღვაწეობა  ლონდონში  2000 წელს დაიწყო, როგორც ვიზუალურმა არისტმა, მილმმეიკერიმა და დიზაინერმა. მისი როგორც მუსიკოსის კარიერა 2002 წელს დაიწყო. 2004 წელს შექმნა პირველი პოპულარული კომპოზიცია  "Sunshowers"  "M.I.A."  იყო ნომინირებული ოსკარზე  (Academy Award),  გრემიზე  (Grammy Awards) და მერკურის პრიზზე (Mercury Prize.).